მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე სევილიაში, „კარმენის“ სამშობლოში წარმატებით გამოდის
მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე სევილიაში, „კარმენის“ სამშობლოში წარმატებით გამოდის

ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე წარმატებით გამოდის სევილიაში, „კარმენის“ სამშობლოში.

30 წლის შემდეგ, სევილიის მაესტრანცას ოპერის თეატრში ჟორჟ ბიზეს ოპერა „კარმენის“ პრემიერა შედგა. კარმენის პარტია ქართველმა საოპერო მომღერალმა შეასრულა.

ქეთევან ქემოკლიძის, კარმენის როლის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი შემსრულებლის გამოსვლამ, ესპანური პრესის მოწონება დაიმსახურა. მისი ფოტო ცნობილი საოპერო ჟურნალის „ოპერა აქტუალის” გარეკანზე დაიბეჭდა. მომღერალი მედიამ „კვირის არტისტად” აღიარა. ქეთევან ქემოკლიძის კარმენი სევილიურმა პუბლიკამ ფლამენკოს რიტმში განსაკუთრებული აპლოდისმენტებით დააჯილდოვა (las palmas de bulerías), რაც ფარდის დახურვის შემდეგაც არ შეწყვეტილა.

სევილიაში ბიზეს „კარმენის“ ახალი თანამედროვე დადგმა ესპანელ რეჟისორს, კალიქსო ბიეიტოს ეკუთვნის, რომელიც მსოფლიოს წამყვან თეატრებში დგამს.