თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარის“ პრემიერა გაიმართება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარის“ პრემიერა გაიმართება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იტალიელი კომპოზიტორის, გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარის“ პრემიერა გაიმართება.

წარმოდგენა 26, 27, 29 თებერვალს და პირველ  მარტს არის დაგეგმილი.

პრემიერასთან დაკავშირებით, ოპერაში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა.

აღნიშნული დადგმა „ტენერიფის აუდიტორიის“ (Auditorio de Tenerife), თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ბოლონიის ოპერის სახლის (Teatro Comunale) ერთობლივ პროდუქციას წარმოადგენს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ თანადაფინანსებით. ასევე პროექტს მხარს უჭერენ „შემოქმედებითი საქართველო“ და საქართველოში იტალიის საელჩო. პროგრამის მიზანია ახალგაზრდა ვოკალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით გასულ წელს იტალიაში, საქართველოსა და ესპანეთში მომღერლების მოსმენები გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 33 ქვეყნიდან 181-მა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა.

დატოვე კომენტარი