თბილისის ოპერის თეატრში სეზონს ტრადიციულად „აბესალომ და ეთერი“ დახურავს
თბილისის ოპერის თეატრის 166-ე სეზონს ტრადიციულად „აბესალომ და ეთერი!“ დახურავს. ოპერის თეატრის ინფორმაციით, სეზონის ბოლო სპექტაკლი 12 ივლისს გაიმართება.
ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ პირველი ქართული კლასიკური ოპერაა. იგი დაფუძნებულია ქართულ ხალხურ ეპოსზე „ეთერიანი“, რომლის მიხედვითაც ლიბრეტო პეტრე მირიანაშვილმა შექმნა. ნაწარმოების პრემიერა 1919 წლის 21 თებერვალს შედგა.
უფლისწულ აბესალომისა და ობოლი ეთერის სიყვარულის რომანტიკული და სევდიანი ამბავი, გადმოცემული ქართული ეროვნული ინტონაციისა და ევროპული საოპერო ტრადიციების შერწყმით, მყარად დამკვიდრდა თეატრის რეპერტუარში.
სეზონის „აბესალომ და ეთერით“ დახურვის ტრადიცია რამდენიმე ათეულ წელს ითვლის.
ოპერის თეატრის 16ე სეზონი 2017 წლის 17 სექტემბერს იგივე სპექტაკლით გაიხსნა.
სამ მოქმედებიან წარმოდგენაში თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი მონაწილეობს.
ოპერის დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი – გიზო ჟორდანია სცენოგრაფია, კოსტიუმები, განათება – გიორგი ალექსი-მესხიშვილის.
ასისტენტები: კოსტიუმები ანა კალატოზიშვილი, სცენოგრაფია შმაგი სავანელი. ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი.