თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაზარალებულები თბილისის მერმა მოინახულა.
ერთ-ერთ სასტუმროში ამჟამად ორი ოჯახი ცხოვრობს.
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია და ისნის გამგეობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ოჯახები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ და ზარალი სრულად აუნაზღაურდეთ.
კახა კალაძის თქმით, ამ დროისთვის გამგეობაში მომართვიანობამ მოიმატა და დახმარება 12-მა ოჯახმა ითხოვა.