ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში კატასტროფის ადგილზე მაშველებმა ორდღიანი ოპერაციის შემდეგ ცოცხალ მგზავრს მიაგნეს
ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში მომხდარი კატასტროფის ადგილზე მაშველებმა ორდღიანი ოპერაციის შემდეგ ცოცხალ მგზავრს მიაგნეს.
ალფონს ჩარაჯანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ის უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
BBC-ის ცნობით, დაშავებული ორი დღის განმავლობაში გადაბრუნებული ბორანის ერთ-ერთ ოთახში იმყოფებოდა.
ვიქტორიას ტბაზე, უკორას კუნძულთან ახლოს სამგზავრო ბორანმა კატასტროფა 20 სექტემბერს განიცადა. ის 100 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი. ბორტზე კი 400-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ბორანმა მგზავრთა გადაჭარბებულ რაოდენობას ვერ გაუძლო და როდესაც ხალხის დიდი ნაწილი ბორანის ერთ ნაწილში მოექცა, გემი გადაყირავდა.
ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულების რაოდენობა 170-ს აღწევს.