ამერიკელი მამაკაცი წყალქვეშ ხელის თხოვნის დროს დაიხრჩო
ამერიკელი მამაკაცი წყალქვეშ ხელის თხოვნის დროს დაიხრჩო

ამერიკელი მამაკაცი წყალქვეშ ხელის თხოვნის დროს დაიხრჩო. ინციდენტი ტანზანიაში მოხდა. სტივენ უებერი და მისი მეგობარი ქალი კენეშა ანტუანი პემბას კუნძულზე, წყალქვეშ მდებარე სასტუმროში ისვენებდნენ.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი წყალში ყვინთავს და ქალს აჩვენებს წერილს, სადაც დაქორწინებას სთავაზობს.

კურორტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მამაკაცის სიკვდილი ტრაგედიაა.

წყალქვეშა სასტუმროში ერთი ღამის გატარება 1 700 დოლარი ღირს. უჩვეულო სასტუმროების ოთახები კუნძულ პემბასთან ახლოს, წყალქვეშ 10 მეტრის სიღრმეში მდებარეობს.

დატოვე კომენტარი