ტანზანიაში, საფრანგეთის საელჩოსთან თავდასხმისას ოთხი ადამიანი დაიღუპა
ტანზანიაში, საფრანგეთის საელჩოსთან თავდასხმისას ოთხი ადამიანი დაიღუპა

ტანზანიაში, საფრანგეთის საელჩოსთან მომხდარი თავდასხმისას ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.

ქვეყნის პრეზიდენტის, სამია ჰასანის განცხადებით, თავდამსხმელმა პოლიციის სამი ოფიცერი და უსაფრთხოების ერთი თანამშრომელი მოკლა. ასევე დაჭრილია ექვსი ადამიანი.

პოლიციის უფროსის განცხადებით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, ხოლო თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია.

მისი თქმით, თავდასხმა შესაძლოა, ტანზანიის მიერ, მეზობელ მოზამბიკში ისლამისტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჯარების გაგზავნით იყოს გამოწვეული.