წყალდიდობის შედეგად ტანზანიაში 155 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 236 კი დაშავდა, წყალდიდობას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა კენიაშიც
წყალდიდობის შედეგად ტანზანიაში 155 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 236 კი დაშავდა, წყალდიდობას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა კენიაშიც

ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 236 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კასიმ მაჯალივამ განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად 10 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა, 200 000-ზე მეტი ადამიანი კი დაზარალდა.

„ძლიერმა წვიმამ, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ქარი, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სავალალო შედეგები გამოიწვია. დაიღუპნენ ადამიანები, დაზიანდა სახლები, რკინიგზა“, – განაცხადა მაჯალივამ.

ასევე წყალდიდობა იყო კენიაში, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა.