ტანზანიის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, ფეხით მისალმებას ურჩევს
ტანზანიის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, ფეხით მისალმებას ურჩევს

ტანზანიის ჯანდაცვის სამინისტრო, კორონავირუსის გამო, მოქალაქეებს ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, ფეხით მისალმებას ურჩევს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ტანზანიის მთავრობამ გაავრცელა ფოტო, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტი ახალი სახის მისალმების დემონსტრირებას ახდენს.

კორონავირუსის გამო, არაერთი ქვეყნის მთავრობამ მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ჩახუტების, კოცნისა და ხელის ჩამორთმევისგან.

ამასთან, ტრანზანიაში ჯერ კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.