„დოიჩე ველე“ - ტანზანიის კოვიდსკეპტიკოსი პრეზიდენტი სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაიცვალა
„დოიჩე ველე“ - ტანზანიის კოვიდსკეპტიკოსი პრეზიდენტი სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაიცვალა

კოვიდსკეპტიკოსი ტანზანიის პრეზიდენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 61 წლის ჯონ პომბე მაგუფული, ზედმეტსახელად „ბულდოზერი“, ორი კვირის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. როგორც მედია ვარაუდობს, ის „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა.

პრეზიდენტის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ოფიციალურ პირები გულის შეტევას ასახელებენ.

მაგუფული „კოვიდ-19“-ის პამდემიას საფრთხედ არ აღიარებდა. ერთხელ მან მოქალაქეებს განუცხადა, რომ კორონოვირუსის ტესტზე პაპაიას და თხის ნიმუშები გაუგზავნა და დადებითი პასუხი მოუვიდა. ამის შემდეგ ტანზანიამ კორონავირუსით გარდაცვლილთა მონაცემების გამოქვეყნება შეწყვიტა.

მაისში მედიამ შეიტყო, რომ ტანზანიაში 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 29 კოვიდინფიცირებული.