ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა
ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა

ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი ტბა ვიქტორიაში იმ დროს ჩავარდა, როდესაც ტბის მახლობლად მდებარე აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა. ავიაკატასტროფის დროს ქარიშხალი და ძლიერი წვიმა იყო.

მაშველები მგზავრების გამოსაყვანად ტბაში ნავებით შევიდნენ, რადგან წყალში ჩავარდნის შემდეგ, თვითმფრინავის ნაწილები თითქმის მთლიანად ჩაიძირა.

თვითმფრინავის ბორტზე 39 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.