სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება
სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ალექსანდრ ჩუპიჩმა განაცხადა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტების მიერ მხარდაჭერილმა საპროტესტო მოძრაობამ გაიმარჯვა.
არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ჩუპიჩმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მათ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და 27 დეკემბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თანამდებობა 27 სექტემბერს დატოვა, რათა 25 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ეყარა კენჭი. თუმცა არჩევნებში სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.