რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე იური გრეხოვი კორუფციის საქმეზე დააკავეს

21:38, 26.11.2026

რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე იური გრეხოვი კორუფციის საქმეზე დააკავეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამჟამად გრეხოვი წინასწარ პატიმრობაშია, თუმცა მისთვის წარდგენილი ბრალდების დეტალები ცნობილი არ არის. ის წარდგენილ ბრალდებას უარყოფს.

იური გრეხოვი წარსულში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ძალებს ხელმძღვანელობდა. ამჟამინდელ თანამდებობაზე მის პასუხისმგებლობაში თვითმფრინავების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და სხვა შეიარაღების საკითხები შედიოდა.

როგორც „როიტერი“ წერს, ექსპერტები გრეხოვის დაკავებას რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებში ხარვეზებს უკავშირებენ, მათ შორის უკრაინის მიერ ყირიმის ხიდზე განხორციელებულ განმეორებით დარტყმებს.

მსგავსი