ტანზანიაში სამგზავრო ბორნის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 218-მდე გაიზარდა

11:22, 23.09.2018

ტანზანიაში სამგზავრო ბორნის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 218-მდე გაიზარდა. ტრაგედია ვიქტორიას ტბაზე 20 სექტემბერს დატრიალდა.

ბორანზე, სხვადასხვა ცნობით, 300-დან 400-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. მაშველებმა ამ დრომდე მხოლოდ 41 მგზავრის გადარჩენა შეძლეს.

ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ბორნის გადატვირთვა და ეკიპაჟის შეცდომა იყო. ხომალდი სულ 100 მგზავრზეა გათვლილი.

როგორც ტანზანიის პრეზიდენტმა განაცხადა, ტრაგედიის მომენტში ბორანზე კაპიტანი არ იმყოფებოდა. მან ხომალდის მართვა გამოუცდელ თანაშემწეს გადააბარა, რომელმაც ბორნის მართვის დროს შეცდომა დაუშვა.

მსგავსი