თამარ ლუკავა - გაუგებარია, რატომ არ მოითხოვა პროკურატურამ ილია ჯიშკარიანის პატიმრობა
როდესაც პროკურატურა ამბობს, რომ მტკიცებულებათა განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს გაუგებარია, რატომ არ მოითხოვეს ილია ჯიშკარიანის პატიმრობა, – ამის შესახებ საქმეში დაზარალებულად ცნობილი თამთა თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ საკრებულოს ეპუტატის, ილია ლეჟავას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
თამთა თოდაძის თქმით, დაცვის მხარისთვის პროკურატურის პოზიცია და მოთხოვნა გაუგებარია.
„სრულიად გაუგებარია, მაშინ როდესაც პროკურატურა აღნიშნავს რომ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რატომ არ ითხოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას და ითხოვს გირაოს. სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მივიღე, რატომ არის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მათ მიერ გაჟღერებული პოზიცია და მოთხოვნა. აბსურდულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც სპეციალური ნებართვის გარეშე მოწმეებთან კომუნიკაცია აკრძალული აქვთ, ერთ სამსახურში დასაქმებულებისთვის რამდენჯერ უნდა გასცეს პროკურატურამ ნებართვა და ჩვენ როგორ უნდა ვაკონტროლოთ. ეს აღკვეთის ღონისძიება არ იქნება შემაკავებელი და სწორედ ამიტომ ვითხოვდით პატიმრობის გამოყენებას“, – განაცხადა თამთა თოდაძს ადვოკატმა.
ამასთან, ადვოკატის თქმით, შეუძლებელია იმის კონტროლი, თუ როდის შეხვდება ჯიშკარიანი თავის თანამშრომლებს და მეზობლებს.
„რაც შეეხება ჯიშკარიანის მდგომარეობას, მე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მთელი პროცესის განმავლობაში იდგა ფეხზე და თუ ის არის ცუდად და არ შეუძლია გადაადგილება, როგორ შეძლო ერთი საათის განმავლობაში ფეხზე დგომა და ასე მოსმენა სასამართლოსი“, – განაცხადა თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ.
საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და აკრძალვები დაუწესა. კერძოდ, ბრალდებულს მოსამართლემ დაზარალებულთან მიახლოება და მოწმეებთან კომუნიკაცია აუკრძალა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 10 ოქტომბერს მიმართა. ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. ფაქტზე პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.