ექიმი - ჩვენ ვერ გავცემთ რეკომენდაციას, რომ ილია ჯიშკარიანმა საავადმყოფოს ტერიტორია დატოვოს
ექიმი - ჩვენ ვერ გავცემთ რეკომენდაციას, რომ ილია ჯიშკარიანმა საავადმყოფოს ტერიტორია დატოვოს

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკური დირექტორის, გიორგი კორძახიას ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც გიორგი კორძახიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პაციენტ ილია ჯიშკარიანის გაწერა ორ-სამ დღეში არის რეალური.

„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია თუმცა, ჩვენ ახალი მედიკამენტის დამატება დაგვჭირდა და ეს განაპირობებს გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას.

კლინიკა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, პაციენტ ილია ჯიშკარიანის ავადობაზე დოკუმენტაცია სრულიად ნაწარმოებია. მისი სრული დიაგნოზი კონორალური სინდრომის გამწვავება არის. მისი გაწერა ორ-სამ დღეში არის რეალური. თუმცა, თუ ახალი რეალია შეიქმნება, ჩვენი მიდგომა შეიცვლება.

ჩვენ გავეცით სასამართლოს პასუხი და ჩვენი რეკომენდაციაა, პაციენტი ჰოსპიტალიზაციის პირობებში იყოს. ჩვენ ვერ გავცემთ რეკომენდაციას, რათა მან ტერიტორია დატოვოს. ალბათ, სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტს, რომ ჩვენთან ჩატარდეს სხდომა“, – განაცხადა გიორგი კორძახიამ.

​საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა „ნიუს ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გაიმართება.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 10 ოქტომბერს მიმართა. ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ედავება. ფაქტზე პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.