პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო
პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს.

მათივე ცნობით, თამთა თოდაძე ხვალ, 11:30 საათზე დაბარებულია პროკურატურაში დადგენილების გასაცნობად.

ამასთან, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 2019 წლის 30 სექტემბერს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.