თამარ ჩუგოშვილი - უნდა მივცეთ ძალოვნებს შესაძლებლობა, ასეთი მძიმე შემთხვევები გამოიძიონ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ
უნდა მივცეთ ძალოვნებს შესაძლებლობა, ასეთი მძიმე შემთხვევები გამოიძიონ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ,- განაცხადა საპარლამეტნო უმრავლესობი წევრმა თამარ ჩუგოშვილმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ასეთ საკითხებზე განცხადებებბი არა პოლიტიკოსებმა, არამედ კომპეტენტრუმა ორაგნოებმა უნდა გააკეთონ.
“ეს ის შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსებს მემგონი არც უნდა სთხოვოთ შეფასება და შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგამოებმა უნდა გააკეთონ განცხადებები. ვერანაირ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მწუხარებას გამოვთქვამ გმირი სპეცრაზმელის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს. უნდა მივცეთ ძალოვნებს შესაძლებლობა, ასეთი მძიმე შემთხვევები გამოიძიონ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. მემგონი არ ვაცლით ძალოვანებს მუშაობას ამ კონკრეტულ შემთხვევაში”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი და ერთი დაიღუპა.