ირაკლი კობახიძე - თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთთან ხელშეკრულებით დაირღვა კონსტიტუცია, არიან ევროკავშირის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ასეთი ხელშეკრულება, ასეთი აბსურდები როგორ შეიძლება, გავარჩიოთ
ირაკლი კობახიძე - თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთთან ხელშეკრულებით დაირღვა კონსტიტუცია, არიან ევროკავშირის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ასეთი ხელშეკრულება, ასეთი აბსურდები როგორ შეიძლება, გავარჩიოთ

ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა გუშინ აღნიშნა, რომ მთავრობამ როდესაც დადო ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, თურმე დაარღვია კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ამ დროს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებსაც თვითონ აქვთ დადებული ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება. ასეთი აბსურდები როგორ შეიძლება გავარჩიოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებშია მოქცეული.

პრეზიდენტის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გაახმოვანეს პოზიცია, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინ გახმოვანებულ პოზიციებს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი მისი აქ ყოფნა. პრეზიდენტი ამბობს ერთს და მისი წარმომადგენლები – მეორეს. ამიტომ იყო საჭირო პრეზიდენტის ყოფნა. ასევე, ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმაც გუშინ აღნიშნა, რომ როდესაც მთავრობამ დადო ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, თურმე დაარღვია კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ამ დროს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებსაც თვითონ აქვთ დადებული ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება. ასეთი აბსურდები როგორ შეიძლება გავარჩიოთ. პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში წარიმართება, არის სამართლებრივი, ხოლო პარლამენტში გადანაცვლებული პროცესი არის პოლიტიკური. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში იყოს მოქცეული დისკუსია“, – განაცხადა კობახიძემ.