პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა გამორიცხულია.
ამის შესახებ ჩუგოშვილმა გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
ზაქარია ქუცნაშვილმა რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.