თამარ ჩუგოშვილი – გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა გამორიცხულია

11:19, 18.12.2017

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა გამორიცხულია.

ამის შესახებ ჩუგოშვილმა გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ზაქარია ქუცნაშვილმა რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.

მსგავსი