„სულიკო“ მსოფლიოს ხალხთა ენებზე“ - ახალი წიგნი აკაკი წერეთლის იუბილეზე 

ქართველი მწერლის, პოეტისა და პუბლიცისტის, აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175-ე და გარდაცვალებიდან 100 წლისთავს ახალი წიგნი „სულიკო მსოფლიოს ხალხთა ენებზე“ მიეძღვნა.

წიგნის ავტორია ფილოლოგი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო პოპიაშვილი. გამოცემაში შესულია 20-ზე მეტ ენაზე შესრულებული 100-მდე თარგმანი, მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე.

როგორც ნინო პოპიაშვილმა აღნიშნა, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ხშირად ნათარგმნი ტექსტი.

„ამ გამოცემისთვის პირველად ითარგმნა აფხაზურად, ბერძნულად, გერმანულად. სრული სომხური თარგმანი გვქონდა, მაგრამ მესამე თარგმანიც დაემატა“, – განაცხადა ნინო პოპიაშვილმა.

წიგნის ავტორი დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „შუადღის“ სტუმარი იყო.