ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დავით მაღრაძის პოეტური კრებულისა და წიგნის „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“ პრეზენტაცია გაიმართა
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დავით მაღრაძის პოეტური კრებულისა და წიგნის „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“ პრეზენტაცია გაიმართა

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში დავით მაღრაძის პოეტური კრებულის „პოეტის ეპისტოლეს“ და წიგნის „მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად“ პრეზენტაცია გაიმართა.

პოეტური კრებული აერთიანებს 140-მდე ლექსს, წიგნში კი შესულია პუბლიცისტური წერილები და საუბრები.

„მე რასაც ვწერ ლექსში, პოეტიკის ენაზე, შემდეგ ვთარგმნი პუბლიცისტიკის ენაზე. სულისკვეთება და სივრცე ამ ორივე წიგნს დაახლოებით ერთი აქვს, მაგრამ ერთი არის ინტერვიუები, წერილები და მეორე ლექსების კრებული. „პოეტის ეპისტოლეს“ მხატვარი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი მეგობარი მამუკა მიქელაძე“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

როგორც პროექტის ავტორმა გიორგი გორგოძემ განაცხადა, ძალიან ბევრი საინტერესო მასალა იყო, რომელსაც ერთად მოუყარეს თავი.

„ამ წიგნში დათოს წერილები, საუბრები და მისი ინტერვიუებია. სამოცი წლის გახდა და დათო მაღრაძე ის კაცია, ვისაც არ სჭირდება ადრე ნათქვამის ჩასწორება. ძალიან ბევრი საინტერესო მასალა იყო და ასე ერთად მოვუყარეთ თავი. ამონარიდების სახით გავაკეთეთ კითხვები“, – განაცხადა გორგოძემ.

პრეზენტაციას პოეტის მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ.