„უოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტის წიგნის მიხედვით, ყირიმში რუსული ძალების იზოლაციის მიზნით „სახმელეთო ხიდის“ გასაწყვეტად, კონტრშეტევის დაწყება ვალერი ზალუჟნის 2022 წელს სურდა, თუმცა აშშ-მა გეგმა სარისკოდ მიიჩნია
„უოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტის წიგნის მიხედვით, ყირიმში რუსული ძალების იზოლაციის მიზნით „სახმელეთო ხიდის“ გასაწყვეტად, კონტრშეტევის დაწყება ვალერი ზალუჟნის 2022 წელს სურდა, თუმცა აშშ-მა გეგმა სარისკოდ მიიჩნია

ყირიმში რუსული ძალების იზოლაციის მიზნით ე.წ. სახმელეთო ხიდის გასაწყვეტად უკრაინის არმიის ხელმძღვანელს, ვალერი ზალუჟნის კონტრშეტევის დაწყება 2022 წელს სურდა, თუმცა აშშ-მა ეს გეგმა სარისკოდ მიიჩნია. ამის შესახებ აღნიშნულია „უოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტის, იაროსლავ ტროფიმოვის ახალ წიგნში – „ჩვენი მტრები გაქრებიან“.

წიგნის თანახმად, დასავლელ პარტნიორებთან 2022 წლის კონტრშეტევის გეგმების განხილვისას, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გენერალი ვალერი ზალუჟნი მხარს უჭერდნენ ზაპორიჟიეს რეგიონის გავლით აზოვის ზღვამდე გასვლას. წიგნში აღნიშნულია, რომ რუსეთს იმ მომენტში არ ჰქონდა აშენებული ვრცელი დანაღმული ველები და ფორტიფიკაციები, რომლებმაც შეაფერხეს 2023 წლის კონტრშეტევა.

ტროფიმოვი წერს, რომ მარცხი იყო სავარაუდო, მისი შედეგები პოტენციურად კატასტროფული და ასეთ სარისკო ნაბიჯს შეიძლებოდა მოჰყოლოდა სტრატეგიული დანაკარგი, რის შედეგადაც რუსეთი დაიკავებდა ზაპორიჟიეს, მოგვიანებით კი – დნიპროს.

როგორც წიგნშია აღნიშნული, იმის მაგივრად, რომ მხარი დაეჭირა უკრაინის მიზნისთვის, შეერთებულმა შტატებმა უბიძგა უკრაინას კონცენტრირება მოეხდინა ქვეყნის სამხრეთით კონტრშეტევის სხვა სამიზნეზე, ხერსონზე.