სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირს ს.დ.-ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე რამდენიმე საათი მსჯელობდნენ. მოსამართლე რომან ხორავა იყო.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
სპეცოპერაციის დროს დაკავებულ პირთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.