სომხური მედიის ცნობით, სამხედროების ნაწილი აქციის მონაწილეებს შეურთდა [ვიდეო]
სომხური მედიის მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, სამხედრო ფორმიან ადამიანთა ჯგუფი აქციის მონაწილეებს შეურთდა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვინ არიან ისინი, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა პასუხის გაცემა არ ისურვეს, თუმცა დაადასტურეს, რომ ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის
წარმომადგენლები არიან.
ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.