სერჟ სარგსიანი რესპუბლიკური პარტიის წევრებს შეხვდება
სერჟ სარგსიანი რესპუბლიკური პარტიის წევრებს შეხვდება

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, სომხეთის ექსპრეზიდენტი და ექსპრემიერი სერჟ სარგსიანი პარტიის წევრებს მიმართავს.

„ვალდებული ვარ კიდევ ერთხელ გამოვიდე საჯაროდ. გადადგომის შემდეგ, ვცდილობდი არ ჩავრეულიყავი პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო“, – აცხადებს სერჟ სარგსიანი.

სარგსიანმა ფრაქციის წევრები შეხვედრაზე მიიწვია, რათა დეტალურად განუმარტოს გადადგომის მიზეზები და ესაუბროს პარტიის მომავლის მისეულ ხედვაზე.

„გიწვევთ მშვიდობასა და სტაბილურობაზე სასაუბროდ“, – აცხადებს სარგსიანი და აღნიშნავს, რომ შეხვედრას ორგანიზებას რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის ლიდერი გაუწევს.

სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. მის მოვლებას კარენ კარაპეტიანი ასრულებს.  დღეს გავლცედა ინფორმაცია  თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ, თუმცა ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

აქციების ორგანიზატორი, ნიკოლ ფაშინიანი კი ფრაქცია „ელქმა“ დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.

ნიკოლ ფაშინიანი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. როგორც ცნობილია, ოპოზიციონერ კანდიდატს, ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევისთვის სულ მცირე, 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ფაშინიანის მომხრეები აცხადებენ, რომ უკვე აქვთ 40 დეპუტატის მხარდაჭერის იმედი.