ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება. როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციის მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად არიან დაყოფილი და ერევნის ქუჩებში გადაადგილდებიან. ისინი სხვადასხვა მონაკვეთზე, გარკვეული დროის განმავლობაში გზებს კეტავენ და სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ სკანდირებენ.
პოლიცია ცდილობს, ცენტრალურ მაგისტრალებზე მოძრაობა არ გადაიკეტოს. სამართალდამცველები ყველა ძირითად მაგისტრალზე არიან მობილიზებული.
რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური აქციის გამართვა დღეს, 19:00 საათზე იგეგმება.
ადგილობრივმა შს სამინისტრომ უკვე დაადასტურა, რომ ცხრადღიანი პროტესტის შედეგად 200-მდე ადამიანია დაკავებული, თუმცა რამდენი ადამიანი გათავისუფლებული, ამ დროისთვის, უწყებას აღნიშნული ინფორმაცია არ გაუვრცელებია.



