ნიკოლ ფაშინიანი - ოპოზიცია მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ პრემიერი სერჟ სარგსიანი თანამდებობას დატოვებს
ნიკოლ ფაშინიანი - ოპოზიცია მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ პრემიერი სერჟ სარგსიანი თანამდებობას დატოვებს

სომხეთის ოპოზიცია მზად არის, მთავრობასთან მოლაპარაკებები დაიწყოს იმ შემთხვევში, თუ მოქმედი პრემიერ-მინისტრი, სერჟ სარგსიანი თანამდებობას დატოვებს. ეს განცხადება აქციის ორგანიზატორმა, ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.

„დღეს, რესპუბლიკის მოედანზე მოვიდა პრეზიდენტი არმენ სარგსიანი. მან კიდევ ერთხელ მოგვიწოდა დიალოგისკენ. მე მას ვუპასუხე, რომ სამოქმედო გეგმის განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მთავრობა გადადგება. ამისთვის კი აუცილებელია, სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვოს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, სარგსიანის გადადგომის შემდეგ, პრემიერი უნდა გახდეს ის, ვისაც ხალხი აირჩევს და უნდა ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა. პაშინიანის საბოლოო მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.