სომხეთის პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებას იწყებს
სომხეთის პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებას იწყებს

სომხეთის პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებას იწყებს. არმენ სარგსიანი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ნიკოლ ფაშინიანსა და კარენ კარაპეტინს შორის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

„ქვეყანა და ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატია დიდი გამოწვევის წინაშე დგას. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ ძალებთან“, – განაცხადა არმენ სარგსიანმა.

შეგახსნებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანსა და აქციების ორგანიზატორ ნიკო ფაშინიანს შორის შეხვედრა დღეს უნდა შემდგარიყო, თუმცა შეხვედრა ჩიაშალა.

ნიკოლ ფაშინიანი ერევნის ქუჩებში აქციას მართავს. ფაშინიანი ითხოვს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნოს ხალხის კანდიდატი, ამის შემდეგ მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. იმ შემთხვევაში, თუ „რესპუბლიკური პარტია“ საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, მოსახლეობა ყველა საარჩევნო უბნის ბლოკირებას მოახდენს.