პაშინიანი - ხელისუფლებასთან დიალოგი დაწყებულია, დღეს ხელისუფლება ხალხია
პაშინიანი - ხელისუფლებასთან დიალოგი დაწყებულია, დღეს ხელისუფლება ხალხია

„სერჟ სარგსიანი სიტუაციას ვერ აკონტროლებს“ – ამის შესახებ ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პარტიის „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა. მან რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს მიმართა. ინფორმაციას სომხური სააგენტო News.am ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის მთავრობის ინიციატივას ​ პაშინიანი აქციაზე გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი უკვე აწარმოებს დიალოგს მთავრობასთან, რადგან დღეს მთავრობა ხალხია.

„ჩვენ გვაქვს უკვე დიალოგი დაწყებული ხელისუფლებასთან, რადგან დღეს ხელისუფლებას ხალხი წარმოადგენს. ჩვენ აქ ყველაზე ძლიერ ძალასთან ვაწარმოებთ დიალოგს“ – განაცხადა პაშინიანმა.

უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება.