ნიკოლ ფაშინიანი - ამ წუთიდან სომხეთს მთავრობა აღარ ჰყავს
ნიკოლ ფაშინიანი - ამ წუთიდან სომხეთს მთავრობა აღარ ჰყავს

ამ წუთიდან სომხეთს მთავრობა აღარ ჰყავს, – ამ სიტყვებით რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებს ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა მიმართა.
ამ განცხადებისას მან ხელით მთავრობის შენობაზე მიუთითა.

„ზოგიერთი ამ შენობაში მყოფი მიიჩნევს, რომ ხალხი ისეთი გახარებული და გაკვირვებულია სერჟ სარგსიანის გადადგომით, რომ გუშინდელი ზეიმის შემდეგ დაავიწყდათ, რისთვის იყვნენ შეკრებილები“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, კარენ კარაპეტიანი იმედოვნებდა, რომ 24 აპრილიდან ხალხი ქუჩაში აღარ გამოვიდოდა.
„ის რაც მოხდა დღეს, აჩვენებს, რომ კარაპეტიანმა რევოლუციის უპირობო გამარჯვება უნდა აღიაროს. ჩვენ ვითხოვთ ცალსახა და უპირობო კაპიტულაციას“, – განაცხადა ფაშინიანმა.