სომხეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რამდენად კონსტიტუციური იქნება გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება
სომხეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რამდენად კონსტიტუციური იქნება გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება

დატოვებს თუ არა სომხეთის შეირაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი თანამდებობას, ჯერ კიდევ უცნობია. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა თხოვნით, დაადგინოს, რამდენად კონსტიტუციური იქნება ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გადაყენება „სამხედრო სამსახურისა და სამხედრო მოსამსახურეების შესახებ“ კანონში შეტანილი 2018 წლის შესწორების საფუძველზე.

მანამდე კი, როგორც გენშტაბში აცხადებენ, რომ გასპარიანი უფლებამოსილების შესრულებას განაგრძობს. ამავე საკითხზე პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 16:00 საათზე კი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი, სადაც კვლავ პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

დღესვე იგეგმება ოპოზიციური პარტია „ნათელი სომხეთის“ ლიდერის ედმონ მარუკიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრაც.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა მთავრობის გადადგომა მოითხოვა.