ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 26 მაისს სომხეთში ჩავა

15:31, 25.05.2021

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი 26 მაისს სომხეთის რესპუბლიკაში ჩავა.

დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში, ჯავად ზარიფი ქვეყნის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ არა აივაზიანს შეხვდება.

მსგავსი