სომხური მედიის ცნობით, 12 მაისს ანტისამთავრობო დემონსტრაცია 13 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება
სომხური მედიის ცნობით, 12 მაისს ანტისამთავრობო დემონსტრაცია 13 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება

სომხეთში, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გრძელდება.

მედიის ცნობით, 12 მაისს ქვეყანაში დემონსტრაციები 13 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, მათ შორის ერევანშიც. ამის შესახებ მოძრაობა „სამშობლოს სახელით“ ლიდერმა, სომხური სამოციქულო ეკლესიის ტავიშის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, ბაგრატ გალსტანიანმა ერევნის რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

ამასთან, მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის განცხადებით, ოპოზიციური საპარლამენტო ძალები მზადყოფნას გამოთქვამენ, დაიწყონ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი.