არმენ სარქისიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენის საკითხი რუსეთის მონაწილეობის გარეშე ვერ გადაწყდება
არმენ სარქისიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენის საკითხი რუსეთის მონაწილეობის გარეშე ვერ გადაწყდება

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დადგენის საკითხი რუსეთის მონაწილეობის გარეშე ვერ გადაწყდება, – აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განაცხადა.

სარქისიანის თქმით, აზერბაიჯანული მხარე ვირტუალურ რუკებს იყენებს, მაშინ, როდესაც ნამდვილი საზღვრები საბჭოთა რუკების მიხედვით უნდა დადგინდეს.

სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, საზღვრების დადგენის პროცესში სირთულეები წარმოიშვა იმ დასახლებების გამო, რომლებიც საზღვრების სიახლოვეს მდებარეობენ და ასევე კერძო კომპანიების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.