მედიის ცნობით, ერევანში აქციაზე შეტაკების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა
მედიის ცნობით, ერევანში აქციაზე შეტაკების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

გუშინ, 3 ივნისს, ქალაქ ერევნის პროშიან-დემირჭიანის ქუჩების კვეთაზე პოლიციასა და მოძრაობა „წინააღმდეგობის“ წარმომადგენლებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 60 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორის 39 სამართალდამცველია.

ამის შესახებ სომხური მედია ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება.

დილის მდგომარეობით, სამედიცინო დახმარება 50-მა ადამიანმა მიიღო, რომელთა ნაწილი უკვე გაწერეს შესაბამისი დაწესებულებიდან.

სამთავრობო დასახლების სიახლოვეს შეკატება გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.

სომხეთში ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს უკვე რამდენიმე კვირაა, მართავს.