სომხეთში საპროტესტი აქციებზე სამართალდამცველებმა 230-მდე ადამიანი დააკავეს
სომხეთში საპროტესტი აქციებზე სამართალდამცველებმა 230-მდე ადამიანი დააკავეს

სომხეთში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა 230-მდე ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შეთანხმების ანულირებას მოითხოვენ, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანს ოთხი სოფელი გადაეცა.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, „დაკავებული პროტესტის მონაწილეები არ დამორჩილდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს“.

პოლიცია აქციის ორგანიზატორის, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის დაკავებასაც შეეცადა, თუმცა ამის საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს.

საპროტესტო აქცია ერევანში კვირასაც გაიმართა.