სოფელ ნამოხვანში დაკავებული დავით ხუციშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავში აქცია გაიმართა
სოფელ ნამოხვანში დაკავებული დავით ხუციშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავში აქცია გაიმართა

დაკავებული რუსთაველი ახალგაზრდის, დავით ხუციშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავში აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, ახალგაზრდა სოფელ ნამოხვანში 29 მაისს, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებისას დააკავეს. დაკავებულს გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმას ედავება და მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრიდან ეკლესიის მიმართულებით ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.