სოფელ ნამოხვანში, მდინარეში მამაკაცს ეძებენ
სოფელ ნამოხვანში, მდინარეში მამაკაცს ეძებენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში შევიდა და სავარაუდოდ, გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა დაუდასტურა.

„დაახლოებით ერთი საათის წინ, მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და წყალში შევიდა. იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ის მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი, დინებამ წაიღო.

ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ. ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა, უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება „ნამახვანჰესის“ მშენებლობას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ვარლამ გოლეთიანმა.

შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ადგილზე მაშველები მუშაობენ.