სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების დღევანდელი აქცია დასრულდა
სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების დღევანდელი აქცია დასრულდა

სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების დღევანდელი აქცია დასრულდა.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა მრავალჟამიერი იმღერეს. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ამის შემდეგ, აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდეს.

„ნამახვანის დიდი ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების აღკვეთის მოთხოვნით გამართულ აქციაზე დღეს კარავი გაშალეს. კარავში მყოფები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და კომპანია „ენკა“ რიონის ხეობას არ დატოვებს.

„კარავი გავშალეთ და აქ ღამეს გავათევთ. ეს არის კერძო ტერიტორია და აქ ყოფნას ვერ დაგვიშლიან. ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს და შეწყდება ჰესის მშენებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, პირადად დასაკარგი არაფერი მაქვს და თავს შევწირავ“, – განაცხადა აქციის მონაწილე ფრიდონ მახარაძემ.

ნამოხვანში აქციაზე დღეს მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქებიდან იყვნენ ჩასული. აქციაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობოები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

დატოვე კომენტარი