სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია იმართება
სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია იმართება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, „ნამახვანის დიდი ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების აღკვეთის მოთხოვნით, აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რიონის ხეობა დატოვოს კომპანია „ენკამ“, შეწყდეს ჰესის მშენებლობა და 576 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც თურქულ კომპანიას 99 წლით გადაეცა, დაუბრუნდეს სახელმწიფოს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, ადგილობრივებთან ერთად აქციაში სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასულები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები მიიღებენ მონაწილეობას.