სოფელ ნამოხვანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
სოფელ ნამოხვანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

სოფელ ნამოხვანში, მდინარეში გაუჩინარებულ მამაკაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

სამართალდამცველებმა საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში შევიდა და სავარაუდოდ, გარდაიცვალა. შემთხვევა ნამოხვანში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

„მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და წყალში შევიდა. იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ ის მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი, დინებამ წაიღო“, – განაცხადა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.

დატოვე კომენტარი