საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – მდინარე რიონზე საძიებო-სამაშველო სამუშაოების გამო, იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის წყლისგან დაცლა, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ

10:18, 06.05.2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ახორციელებს სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს. მდინარე რიონზე სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბრების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით. აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი