თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოთხი ოქრო და გუნდური პირველი ადგილი საფრანგეთიდან
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოთხი ოქრო და გუნდური პირველი ადგილი საფრანგეთიდან

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. გიორგი იანტბელიძეს, ანრი დელგანის სახელობის გრან-პრიზე 13 სპორტსმენი ჰყავდა წაყვანილი, რომლებმაც საბოლოოდ ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონები ოთარ გოგავა (57 კგ.), ბექა ლომთაძე (61 კგ.), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) და დავით ხუციშვილი (79 კგ.) გახდნენ.

ოთარ გოგავამ ფინალში 8:0 ბელორუს ვლადისლავ ანდრეევს სძლია.

ვადამდე, აშკარა უპირატესობით 10:0 ბექა ლომთაძემ ამერიკელი კლარკი დაამარცხა.

ასევე 10:0 გაიმარჯვა, მსოფლიოს ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა. გადამწყვეტ შეხვედრაში მისი მეტოქე, ბელორუსი გიორგი კოლიევი იყო.

მეოთხე ოქრო, როგორც აღვნიშნეთ საქართველოს ყულაბაში დავით ხუციშვილმა ჩააგდო. ვერცხლის მედალს ტარზან მაისურაძე (86 კგ) დაეუფლა ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა ლომთაძეს (57 კგ), ზურაბ ერბოწონაშვილს (74 კგ), მამუკა კორძაიას (97 კგ) და როლანდ ანდრიაძეს (125 კგ) ხვდად წილად.

ამ შედეგით იანტბელიძის  გაწვრთნილმა ნაკრებმა, გუნდური ჩათვლაც უკონკურენტოდ მოიგო დასაფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზირი მისივე ხელმოწერითა და მილოცვით საქართველოს ნაკრებს გადაეცა.