Sky News Arabia - საფრანგეთში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
Sky News Arabia-ის ინფორმაციით, საფრანგეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მაროკოს მოქალაქეა, ის რადიკალი ისლამისტია, რომელზეც ფრანგ სამართლდამცველებს ინფორმაცია მანამდეც ჰქონდათ.
„როიტერის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი პარიზის ტერაქტის შემსრულებლის გათავისუფლებას ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დროში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება.
საფრანგეთის ქალაქ ტრებესში შეიარაღებული თავდამსხმელი მაღაზიაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მძევლები გათავისუფლებულია. დაიღუპა სამი ადამიანი. არიან დაჭრილები.