შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია თბილისში ხვალაც გაგრძელდება
შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია თბილისში ხვალაც გაგრძელდება.
ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ღვინჯილიამ განაცხადა.
„დღეს სოციალურ ქსელში დაანონსდება, ხვალ სად და როდის გაიმართება აქცია, სადაც პოლიტიკოსების გარდა, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდებიან. „სოლიდარობის ქსელი“ ამ სახელწოდების გვერდი სოციალურ ქსელში უკვე შექმნილია და სწორედ აქ დაანონსდება აქციის შესახებ ჩვენ გავაერთიანებთ ყველა ადამიანის ტკივილს, რომელიც დღეს იჩაგრება“, – განაცხადა გიორგი ღვინჯილიამ.
შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს.
შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია დღეს ჭავჭავაძის გამზირზე დღეს გაიმართა. აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა გზის მეორე ნაწილის გადაკეტვაც სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა იმ შენობის ფასადი დააზიანეს, სადაც გუშინ სამშენებლო სამუშაოებისას მიწის ჩამოშლას ორი მუშა ემსხვერპლა.
აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს თბილისის მერ კახა კალაძის შეთავაზებაზე, მათ სამუშაო სივრცეში შეხვდეს. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ თუ თბილისის მერს შეხვედრა სურს, მათთან თავად უნდა მივიდეს.
აქციის მონაწილეებმა ამ დროისთვის ვაკის პოლიციასთან გადაინაცვლეს, სადაც აქციაზე დაკავებული ექვსი პირია გადაყვანილი.