ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ექვსი ადამიანია დაკავებული [ვიდეო]

ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციაზე ექვსი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ექვსი პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის არის დაკავებული.

შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქციის მონაწილეები ჯერ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს, სადაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება და რამდენიმე პირის დაკავება მოხდა.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები თბილისის მერ კახა კალაძის სახლისკენ მსვლელობით მივიდნენ, სადაც აქცია დასრულდა. მომიტინგეების თქმით, შემდგომ აქციებს სოციალური ქსელით დააანონსებენ.