ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე დაკავებული ექვსი ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

00:51, 02.04.2019

ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, ვაკის პოლიციის შენობა ექვსივე დაკავებულმა დატოვა.

ადვოკატის ინფორმაციით, ექვსი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული. მისივე თქმით, ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.

ჭავჭავაძის გამზირზე აქციის ექვსი მონაწილე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

მსგავსი