ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე დაკავებული ექვსი ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, ვაკის პოლიციის შენობა ექვსივე დაკავებულმა დატოვა.
ადვოკატის ინფორმაციით, ექვსი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული. მისივე თქმით, ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.
ჭავჭავაძის გამზირზე აქციის ექვსი მონაწილე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.